
მომღერალ აჩიკო მეფარიძეს საკუთარ ბაღში 600 ძირი ვარდი აქვს. მისი თქმით, ვარდები მისი სიმდიდრეა.
"ჩემს ბაღს ძალიან დიდი ისტორია აქვს. 600 ძირი ვარდი მაქვს. სიმდიდრეა ჩემთვის, რადგან ძალიან მომწონს ეს ყვავილი. მაინც დედოფალია. სულ მინდოდა მუდმივად მწვანე ყოფილიყო ჩემი ბაღი და ძალიან ბევრი წიწვოვანი ხე მაქვს. კერძოდ, ვერცხლის ნაძვები, ჯუჯა ნაძვები. ბაღის ერთ ნაწილში ბევრი ხეხილია და გაცილებით სასიამოვნო ნაწილია" - ამბობს აჩიკო მეფარიძე.
მეფარიძის თქმით, მისი სიამაყე ბაღში მყოფი ფარშევანგებია, რომლებსაც ჟოჟო და ჟუჟუ ჰქვია. მას ასევე ჰყავს ვერცხლისა და ოქროს ხოხობი.
შეგახსენებთ, რომ აჩიკო მეფარიძემ სიმღერა 2 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი სიმღერა, რომელმაც აღიარება მოიპოვა "მითხარი" იყო და იგი 2 დღეში ჩაიწერა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე