
იუმორისტმა ბიძინა მახარაძემ ჟურნალ “სარკესთან” ისაუბრა რატომ ვერ აღადგინა ურთიერთობა საკუთარ შვილებთან, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. მათ შორის კარგა ხანია ურთიერთობა გაწყვეტილია:
"არა, ისევ არ მელაპარაკებიან. მოსკოვში ცხოვრობენ. ცოლ-ქმარი რომ შორდება, ორივეს თავისი სიმართლე აქვს, მაგრამ ჩემი ყოფილი ცოლი მბლოკავდა, რომ ბავშვებს სხვა პოზიცია არ გაეგოთ. თვითონ ციდან ჩამოფრენილი ქალის ნიმუშად თვლიდა თავს და არ გაუმართლა ქმარში – თავიდანვე ასე ასწავლიდა და ჩემთან კონტაქტს უკრძალავდა. ამ ურთიერთობებს დღემდე ბლოკავს.
იქ სხვა კულტურაა. იქ დედა ყველაფერია და მამა – ისე რა. საქართველოშიც დედაა წინა პლანზე, მაგრამ მამასაც აქვს დაფასება. რუსეთში ასე არ არის. მამაშენი არ ვარგა – იქ ეს მიღებული პოზიციაა.
ხომ იცით, ადამიანი ცოლად რომ არ გინდა და მერე მაინც ცოლი ხდება… შვილი გამიჩნდა და ბავშვის ხათრით დავრჩი მასთან. ვთქვი, კარგი, ცოლ-ქმარი ვიყოთ-მეთქი. შეცდომაა, როცა არ გინდა ადამიანთან ერთად ოჯახი შექმნა და ბავშვის გამო ჩერდები.
ვშორდებოდი და ამის შესახებ რომ გაიგო, მეორე გააჩინა. ორი კი არა, 18 შვილი რომ გყავდეს… აგერ, ტოლსტოის 13 შვილი ჰყავდა თავის ცოლთან და ბოლოს სახლიდან გაიქცა. რომ კვდებოდა, ცოლს არ ელაპარაკებოდა. ასე რომ, ქალებმა უნდა იცოდნენ, შვილების რაოდენობა არ წყვეტს ერთად ყოფნის ამბავს", - განაცხადა "სარკესთან" ინტერვიუში ბიძინა მახარაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე