
მომღერალი ზურა ხაჩიძე, მისი მეუღლის ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის მდგომარობაზე საუბრობს.
ის ამბობს, რომ ხათუნა დაავადდებამდეც და მისი აღმოჩენის შემდეგაც ეკლესიაში ხშირად დადის, ლოცულობს, ეზიარება და სჯერა, რომ დაავადებას დაამარცხებს.
„ხათუნა ჩემი მეორე ნახევარია, ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ. ის არის ქალი, რომელიც 16 წელია მიყვარს. 16 წელია მიფრთხილდება და 16 წელია ვუფრთხილდები. ხათუნამ მასწავლა რა არის სიყვარული და რას ჰქვია ოჯახი. ხათუნა ხშირად დადის ტაძარში ამ დაავადების აღმოჩენის შემდეგაც. ხშირად ეზიარება და დარწმუნებული ვარ, ღვთის მადლით ამ რთული მდგომარეობიდან გამოვა. ვიცი, რომ ყოველი განსაცდელის შემდეგ სიხარული მოდის“, - ამბობს ზურა ხაჩიძე „სარკესთან“.
შეგახსენებთ, ხათუნა ჟორდანიას მარჯვენა ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა. ოჯახი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ხათუნას გამოჯანმრთელებისთვის ილოცონ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე