
(რეზონანსი) ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის 13 დეკემბრის ასტროლოგიურ პოზიტიურ და ნეგატიურ მოვლენებზე "ფორტუნასთან" საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს აძლევს:
მეტი დრო დაუთმეთ უფროსი თაობის ნათესავებთან ურთიერთობას. მოერიდეთ კონფლიქტებს და სტრესულ სიტუაციებს, სულსწრაფ მოქმედებას და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე - სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად. არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა.
ჯანმრთელობა - მოერიდეთ მწარე და ცხარე საკვების, მაიონეზის და კეტჩუპის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს. კარგი დღეა პროთეზირებისა და კბილების სამკურნალოდ.
დღის ფერები და მინერალები - თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, ამეთვისტო, რაუხტოპაზი, ოპალი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები - დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც სოლიდური შემოსავლის მაუწყებელი გახდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე