
(რეზონანსი) საახალწლო სურვილების სია და წერილი თოვლის ბაბუას მისამართით ბავშვების უმრავლესობას დეკემბრამდე უკვე მზად აქვს და ახალი წლის პირველ დილას საჩუქრებს ნაძვის ხესთან ელოდებიან.
გეოგრაფიული ადგილების, ტერიტორიების, გარემო პირობების და ოჯახების სოციალური მდგომარეობის მიხედვით, განსხავდება სურვილებიც, თუმცა ბავშვური ფანტაზია და გულუბრყვილობა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები მცირეწლოვანი ბავშვების საერთო მახასიათებელი პრინციპია.
წერილი თოვლის ბაბუას აფხაზეთში ალბათ ყველა ბავშვმა დაწერა. რამდენიმე მშობელმა, რომელიც ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს, შვილის სურვილების ბარათს ფოტო გადაუღო და სოციალური ქსელის საშუალებით „ფორტუნას" მიაწოდა.
1. ელეონორა ქვაჩახია, 5 წლის - თეთრი ბეწვის ქუდი, ყელსახვევი და ხელთათმანი. 2. მალხაზ თორდია, 4 წლის - პულტიანი გემი. 3. ალექსი ბერძენია, 8 წლის - სიჩქარიანი ველოსაპედი. 4. ბელა შუშანია, 5 წლია - სათამაშო სამზარეულო. 5. მაია გადელია, 6 წლის - პრინცესას კაბა და გვირგვინი (წითელი). 6. მარიანა შონია, 9 წლის - სათამაშო სამედიცინო ხელსაწყოები. 7. მილენა შუმოვა, 7 წლის - სამაკატი (თვითმგორავი). 8. ნინი შუმოვა, 4 წლის - თოჯინა არიელი. 9. ლუკა მირცხულავა, 9 წლის - პულტიანი მანქანა და მისი დასატენი. 10. ნინო მირცხულავა, 5 წლის - სათამაშო პიანინო და იო-იო.
ფორტუნა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე