
(რეზონანსი) ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას უკრაინაში ვიზიტს ეხმაურება:
„გახარია ზელენსკის რუსულად ესაუბრაო. ახლა ძალიან იდიოტებისთვის: გახარიამ არ იცის უკრაინული! ზელენსკიმ არ იცის ქართული! გახარიამ იცის ინგლისური და თავისუფლად საუბრობს! ზელენსკიმ იცის ინგლისური, მაგრამ თავისუფლად ვერ საუბრობს! გახარიამ იცის რუსული და თავისუფლად საუბრობს! ზელენსკიმ იცის რუსული და თავისუფლად საუბრობს!
ამოცანა გვეკითხება: რა ენაზე უნდა ისაუბრონ გახარიამ და ზელენსკიმ, რომ ერთმანეთს გააგებინონ? პასუხი ძალიან იდიოტებისთვის: მხოლოდ რუსულად! არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: ზელენსკის ქართულიდან უკრაინულად უთარგმნიან გახარიას ნათქვამს და გახარიას უკრაინულიდან ქართულად უთარგმნიან ზელენსკის ნათქვამს. მაგრამ ასე მხოლოდ იდიოტები იქცევიან, როცა არსებობს პირობა, რომელზეც ზემოთ უკვე ვთქვი: ორივემ ძალიან კარგად იცის რუსული!
ამიტომ გახარია და ზელენსკი, როგორც გონიერი ადამიანები, სწორად იქცევიან, როცა ყურადღებას არ აქცევენ იდიოტების რუზრუზს! დიახ, უკვანტავი საკვანტავად არ უნდა გაიხადო. მაგრამ როცა ქვეყანაში იდიოტების მთელი გამაა, როგორ უნდა მოიქცე? დიახ, უნდა დაიკიდო!"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე