სვანეთში საპრეზიდენტო რეზიდენცია პროექტის ფარგლებში „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ საწყის ფასზე 308%-ით ძვირად 7,5 მილიონ ლარად გაიყიდა. ობიექტის საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეზიდენციის ახალი მფლობელია კომპანია „აი ღვინის სახლი“ გახდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100%-ს ბიზნესმენი ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილია.
სვანეთში დაბა მესტიაში, ლენჰარის დასახლებაში საპრეზიდენტო რეზიდენცია 2011 წელს აშენდა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპრივატიზებო ობიექტი მოიცავს, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.
მყიდველმა სასტუმროს აშენება, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42 თვის ვადაში.
აუქციონი 29 ნოემბერს გამოცხადდა და 13 დეკემბერს დასრულდა.
