თამთა ჩაჩანიძე
15.12.2019

 „ეს ჩვეულებრივი პროცედურაა და ხალხის უნდობლობაზე არაა. ისაა სახელმწიფო მოღვაწე, პარტიის თავმჯდომარე, მაღალი დონის ბიზნესმენი და ასეთი ადამიანებისთვის ამის ჩაცმა ჩვეულებრივი მოვლენაა", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია სოციალურ ქსელებში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ შესაძლოა 14 დეკემბრის „ქართული ოცნების" ფართომასშტაბიან შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილს ჯავშანჟილეტი ეცვა.

მაისაია ამბობს, რომ არსებობს თანამედროვე, მესამე თაობის დახვეწილი ჯავშანჟილეტები, რომლის ჩაცმისას ადამიანს არაფერი ეტყობა.

„უსაფრთხოების კუთხიდან გამომდინარე, მას სავსებით შესაძლებელია ჯავშანჟილეტი ცმოდა. ეს ახალი ამბავი არაა. პრინციპში ჩანდა, რომ მისი პირადი უსაფრთხოების დაცვის პეტიმეტრი გაძლიერებული იყო, ასევე საზოგადოების უსაფრთხოების ძალებიც მობილიზებული იყო.

„გააჩნია თვითონ პიროვნებას როგორ ურჩევენ მისი პირადი შესაბამისი მრჩევლები, იგივე დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები, ეს გამომდინარეობს იდნივიდუალური მომენტებიდან.

„დღეს ტექნოლოგიები იმდენად განვითარებულია, რომ ჯავშანჟილეტები ძალიან მოდერნიზირებულია, მინიატურული და ადეკვატურია, რომლიც ადამიანს არ ეტყობა. სულ მცირე ათი წლის წინ, ასეთი ტიპის ჯავშანჟილეტები შემოსული არ იყო. ადრე თუ ეცმეოდა, საკმაოდ დაეტყობოდა, ახლა ტექნოლოგიები განვითარდა და უკვე მესამე თაობის ჯავსანჟილეტებია", - აცხადებს მაისაია.

მისი შეფასებით, ჯავშანჟილეტით საზოგადოების წინაშე გამოსვლა ხალხის მიმართ უნდობლობას არ ნიშნავს, რადგან, მისი თქმით, ასეთი მაღალი დონის მოღვაწისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

ეს ჩვეულებრივი პროცედურაა და ხალხისადმი უნდობლობაზე არაა. ისაა სახელმწიფო მოღვაწე, პარტიის თავმჯდომარე, მაღალი დონის ბიზნესმენი და ასეთი ადამიანებისთვის ამის ჩაცმა ჩვეულებრივი მოვლენაა. ესაა მათი ყოველდღიური სტილი და უსაფრთხოების მაღალი დონე.

„კიდევ უნდა გავითვალისწინოთ მსოფლიო დონის ტერორიზმის საკითხებიც. ახალი ტიპის ტერორისტული შეტევებიც არსებობს, თავდასხმის ელემენტები დაიხვეწა, მაგალითად, ვენესუელის პრეზიდენტზე მოხდა დრონებიდან შეტევა. ამიტომ ესაა ელემენტარული ტიპის თავდაცვის ზომების მიღება.

„ასეთი ტიპის ადამიანებისთვის ჯავშანჟილეტების ჩაცმა და უსაფრთხოების დაცვა ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ხალხის ეშინია. თუ მას შიში ექნებოდა, უსაფრთხოების სხვა დონეებიცაა, რაც შესაძლოა მიღებული ყოფილიყო.

„ჩვენ გვახსოვს, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა, რეალური საფრთხე არსებობდა მაშინდელი სპეცსამსახურებისგან და „სიკვდილის ესკადრონებისგან", რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო შემქნილი და რომელიც აქტიურად მოქმედებდნენ. ბევრი ფაქტებიც არსებობს, როგორ ხდებოდა დაკვეთილი მკვლელობები. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სპეციალური ტიპის დაცვა და მაშინ ჩანდა, რომ ასეთი საფრთხე რეალური იყო, მაგრამ ამჯერად ასეთი ტიპის საფრთხე არაა", - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×