ია აბულაშვილი
15.12.2019

 ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბოლო დღეებია აქტიურად მიდის კონსულტაციები „ოცნების“ ყოფილ წევრ თამარ ჩუგოშვილთან, რათა იგი გახდეს მოძრაობა „ლელოს“ წევრი. თავად „ლელოში“ ამ ცნობას არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ დღეს შექმნილ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ოპოზიციური გაერთიენებების ფორმირება.

„თამარ ჩუგოშვილს ძალიან კარგად ვიცნობ და პატივს ვცემ, ბევრ რამეში ვეთანხმებოდი, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც მის მოსაზრებებს არ ვიზიარებდი. ახლა მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დღეს არის ის სიტუაცია, რომ მოხდეს დიდი გაერთიანებები, რათა ქვეყანაში დაიწყოს მნიშვნელოვანი ცვლილებები. 

„ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თამარ ჩუგოშვილთან მიმდინარეობს კონსულტაციები გახდეს მოძრაობა „ლელოს“ წევრი, ვერ დავადსტურებ.  პირადად მე ამ ინოფრმაციას არ ვფლობ“, - განაცხადა „მთელ კვირასთან“ „ლელოს“ წევრმა კახა კოჟორიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×