თამთა ჩაჩანიძე
15.12.2019

 საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერთი წლის წინ - 2018 წლის 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში შედგა. ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მისი ერთწლიანი მოღვაწეობისას საგარეო კურსი უფრო მეტად პროდუქტიული იყო ვიდრე საშინაო. მისივე თქმით, ერთი წლის წინ გაკეთებული პროგნოზი, რომ ზურაბიშვილისა „ქართული ოცნების" ურთიერთობაში სირთულეები იქნებოდა, მეტ-ნაკლებად ახდა.

„იმ საკონსტიტუციო უფლებების ფარგლებში, რაშიდაც მას მოუწია ყოფნა, სადაც ძირითადი საქმიანობა საგარეო კურსია, მისი მოღვაწეობა მეტ-ნაკლებად მისაღები იყო, თუმცა მანდაც გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა, მაგალითად, აზერბაიჯანთან მიმართებაში. ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში კი მგონია, რომ პროდუქტიული იყო და ინტენსიურად მუშაობდა.

„მისი მოღვაწეობის დროს შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით უამრავი პრობლმა გაჩნდა, თუმცა თავიდანვე თვითონაც არ უნდოდა ამ ტვირთის თავის თავზე აღება და ახლაც ნელნელა უახლოვნებიან იმას, რომ პრეზიდენტის ტვირთი კანონმა გაინაწილოს და კანონით ბევრი რამ დარეგულირდეს. ასე რომ, თავის სირთულეები ჰქონდა და პოზიტივიც ჰქონდა", - აცხადებს საყვარელიძე.

მისივე თქმით, წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების" ურთიერთობაში სირთულეები იქნებოდა, მეტ-ნაკლებად ახდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის გამონათქვამებზე „ოცნების" რეაგირება ყოველთვის მობოდიშებასავით და ამგვარი ფრაზებით იყო „არ ვეთანხმები", „არ ვიზიარებ" და ა.შ., უნდა ვივარაუდოთ, რომ ზურაბიშვილმა „ოცნების" წევრებს სირთულეები გაუჩინა.

„მათი იმედები გაამართლა თუ არა, ძნელი სათქმელია იმიტომ, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერის დროსაც ბევრი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ის „ოცნებისთვის" იოლი პარტნიორი არ იქნებოდა და მათ ურთიერთობაში სირთულეები იქნებოდათ. ეს წინასწარმეტყველება დრამატულად არა, მაგრამ გარკვეული ხარისხით ალბათ მაინც ახდა", -განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×