ია აბულაშვილი
15.12.2019

 „მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე თუ შეთანხმდებიან, შეიძლება ეს ერთგვარი გამოსავალი იყოს, რომ პოლიტიკური კრიზისი არ შეიქმნას, მაგრამ ამ ცვლილებას სჭირდება კონსტიტუციის გადასინჯვა და 113 ხმა“ - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ცნობას იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე თითქმის შეთანხმდა.

შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით 8 დეკემბერს გამართულ მეორე რაუნდზე, რომელზედაც მმართველი გუნდი  და ოპოზიცია მრავალმანდატიან მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ. 

კვირას ევროპელი შუამავლების მონაწილეობით გამართული მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრის შემდეგ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" პრაქტიკულად თანხმდება, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, მაგრამ საკუთარი პოზიციების წარმოსადგენად დრო ითხოვა.

„შეიძლება ეს გამოსავალი იყოს, რომ პოლიტიკური კრიზისი არ შეიქმნას. ჯერ პოლიტიკური კრიზისის არ არის, მაგარამ აქეთკენ მიდის საქმე. თუ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმდებიან, ამას სჭირდება კონსტიტუციის გადასინჯვა, რადგან კონსტიტუციაში წერია, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს შერეული სისტემით. 

„ამ ცვლილებას სჭირდება 113 ხმა, რაც დღეს „ოცნებას“ არ აქვს. ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცედურას დასჭირდება მაქსიმუმ ორი თვე და რაც მთავარია, სჭირდება პოლიტიკური ნება.  

„აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალმანდატიან მაჟორიტარული ოლქების სისტემით არჩევნების ჩატარებას შეიძლება პატარა ოპოზიციური პარტიები არ დათანხმდნენ", - განაცხადა „რეზონანსთან“ ავთანდილ დემეტრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×