
(რეზონანსი) „ქართული ოცნების" დეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს, აქტივისტებმა სტიკერი #გაბედე მიაკრეს.
"გაბედეს" წევრი დეპუტატს სთხოვდა აეხსნა, თუ რატომ ჩააგდო პროპორციული არჩევნები.
"თარიღი დავთქვათ, როდის და სად შევხვდეთ ერთმანეთს. ხალხს აინტერესებს რატომ ჩააგდეთ პროპორციული არჩევნები. აქ ამის ადგილი არ არის. ნებისმიერი დრო ჩვენთვის არის მისაღები", - უთხრა "გაბედეს" ერთ-ერთმა წევრმა დეპუტატს.
"აქ მოსულების მთავარი სურვილი უნდა იყოს ბატონი ვაჟას გათავისუფლება და არა საკუთარი პოლიტიკური სარგებლის ძებნა. თუ გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, ჩაერთეთ არჩევნებში და მოდით, ბოქლომით და ძალადობით არა", - უპასუხა ხუნდაძემ აქტივისტებს, რის შემდეგაც მათ დიმიტრი ხუნდაძეს ზურგზე სტიკერი "გაბედე" მიაკრეს.
დეპუტატი დღეს, საოკუპაციო ხაზთან იყო ჩასული, სადაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართებოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე