რეზონანსი
16.12.2019

„ჩვენ გვყავს სულელი პრეზიდენტი... ამ პიროვნებას, მგონი, თავის ნაცვლად მხრებზე ქოთანი აბია და შიგნით ტვინის ნაცვლად ლობიო უდუღს", - ასე დაიწყო „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ თავისი მონოლოგი.

"მთელი საქართველო ამ ქალის პრეზიდენტობას იტანს. ერთი შეხედვით ჰგავს ადამიანს, მაგრამ მე მგონი და ასე მეჩვენება, რომ თავის ნაცვლად მხრებზე ქოთანი აბია და შიგნით ტვინის ნაცვლად ლობიო უდუღს. რას აღარ ეძახიან მას: „მოღალატე“; „რუსეთის აგენტი“, მაგრამ არა... აგენტობასაც და მოღალატეობასაც გონება სჭირდება, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უბრალოდ ან მართლა არ აქვს, ან მისი მოხმარების ინსტრუქცია აქვს დაკარგული. მისი საქციელებიდან და განცხადებებიდან მე მაქვს დასკვნა: ჩვენ გვყავს სულელი პრეზიდენტი“, - თქვა გაბუნიამ.

ტელეწამყვანმა, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებები მწვავედ გააკრიტიკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×