რეზონანსი
16.12.2019

ყველის მეწარმე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, იგივე მეყველე ანა (როგორც თავად აცნობს საზოგადოებას თავს) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ანა იხსენებს ნიკა რურუასთან შეხვედრას. თუ რა რჩევა მისცა ყოფილმა კულტურის მინისტრმა მეყველე ქალბატონს, ანას პოსტიდან შეიტყობთ. 

"ახლა ისეთ რამეს დავწერ რაც არასდროს მითქვამს და არასდროს მეგონა თუ დავწერდი ...

ერთი სასტუმროს ჰოლში შევხვდი ნიკა რურუას..

ზეპირად იცოდა ვინ ვიყავი...

და ჩემი პოლიტიკური შეხედულებებიც..

მომიკითხა და მერე ოლგას მიუბრუნდა ბაბლუანს _

ეს გოგო დაიმახსოვრე მერე მოგიყვები რაღაცეებსო..

საქმე მაქვს არ წახვიდეო.

გააცილა ოლგა სსკუტერამდე და მომიბრუნდა..

ბევრი ვუსაუბრეთ

სულ დეტალებში აინტერესებდა ყველაფერი და ყველის მუზეუმზე ცალკე ბევრი ვისაუბრეთ..

მე ისეთი ანთებული ვყვებოდი ყველა არტეფაქტზე. მთელი არქეოლოგია გადმოვულაგე

უცებ გამაჩერა და მითხრა

რითი ცხოვრობო, რა შემოსავლები გაქვსო..

გამიკვურდა

არ ველოდი ამ კითხვას

ანა .. შენისთანები იცი რომ კიბის ქვეშ ამთავრებენ სიცოცხლეს..

მე ვყვებოდი ყველზე როგორც ქმნილებაზე.

ანუ

.......

რატომ გაუჩნდა ნიკა რურუას განცდა რომ ამ ყველაფერს აკლდა მატერიალიზმი და ღრუბლებში დავფრინავდი...

დღეს მივხვდი.......

კი .. ჩემისთანები კიბის ქვეშ ამთავრებენ.... წესით..

მაგრამ მე უ ... წესო ვარ

პს . რამე რომ არ გეგონოთ ეს იყო ყველაზე დიდი კომპლიმენტი რაც კი ოდესმე მომისმენია.."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×