
მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში საკუტარ გვერდზე პოსტს ავრცელებს და წერს, რომ ეძებს ახალგაზრდა არტისტს ამერიკულ-ქართულ მხატვრულ ფილმში გადასაღებად.
შესაძლოა მაყურებელმა იხილოს მორიგი ფილმი ქართველ ემიგრანტ გეი არტისტზე.
"სასწრაფოდ!!!ამერიკულ-ქართულ მხატვრულ ფილმში გადასაღებად ვეძებთ 25-35 წლის ახალგაზრდა ქართველ კაცს მთავარი როლის შესასრულებლად.ფილმი არის ქართველ ემიგრანტ გეი არტისტზე, რომელიც ემზადება თავისი პირველი მასტერფისის პრემიერისთვის ნიუ იორკში.სამსახიობო გამოცდილება არის აბსოლუტურად უმნიშვნელო! ყურადღება ექცევა ადამიანის პერსონალურ ნიშან-თვისებებს და იმას, თუ რამდენად მაგარი არტისტია რეალურ ცხოვრებაში (მხატვარი, ფეშენ დიზაინერი, ა.შ. ა.შ)ვეძებთ ბიჭს/ახალგაზრდა კაცს, რომელიც არის სრულიად უნიკალური და არ ჰგავს არავის სხვას;როლზე გამოხმაურება შეუძლია ყველას, ვინც ცხოვრობს ნიუ იორკში ან საქართველოში და აქვს ამერიკის მოქმედი ვიზა.საქართველოდან თუ შევარჩევთ არტისტს, დავუფინანსებთ მგზავრობის და ცხოვრების ყველა ხარჯს.
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მომწეროთ პირდაპირ ინბოქსში.
გთხოვთ, გაავრცელოთ მაქსიმალურად.დიდი მადლობა,"- წერს მსახიობი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე