არბარობას ძალიან ბევრ ოჯახში ლობიანების ცხობითა და მეკვლეს მოლოდინით აღნიშნავენ. ბევრი ახალ წელს არ ელის მეკვლეს ისე, როგორც ბარბარობას. რამდენად სწორია ეს ტრადიციები და როგორ უნდა აღვნიშნავდეთ ბარბარობას. წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი მღვდელ-მონაზონი ანდრია ამბობს, რომ რაიმე სასწაული, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ლობიანისა და წმინდა ბარბარეს დაკავშირება. ეს სუფთა წარმართული ტრადიცია გახლავთ. მაგალითად, ხორბალი, მარილი პანაშვიდის ჟამს, ღვინო წირვისას, სეფისკვერი, კვერცხი სხვადასხვა სახით გამოიყენება, მაგრამ ლობიანის საღვთისმსახურო ან სიმბოლური დანიშნულება ეკლესიისთვის უცხოა.
"თვითონ ლობიო XVI საუკუნეში შემოვიდა ევროპაში და იქიდან გადმოვიდა ჩვენში, მანამდე ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ლობიანის წმინდა ბარბარესთან გაიგივება. ქრისტიანისთვის შეუფერებელია ლობიანის მისადაგება ბარბარობასთან, როგორც მეკვლეობისა. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ვინც, სახლიდან გამოსული, კოჭლსა და მახინჯს შეხვდება და ამას "ნიშნად" მიიჩნევს, იგი სატანურ საქმეს ჩადის, რადგან დღეს უბედურებად აქცევს არა ადამიანთან შეხვედრა, არამედ ცოდვილი ცხოვრება".
ბარბარობის დღეს სასურველია, მთელი ოჯახი დილიდან ემზადებოდეს ლოცვისთვის, ეზიარონ და ამით გამოხატონ ღრმა თაყვანისცემა წმინდა ბარბარესადმი.
წმინდა მამები ყურადღებას ამახვილებენ სასწაულებზე, რომელიც წმინდა ბარბარემ უხილავად აღასრულა საუკუნეების მანძილზე. უამრავ უშვილო ოჯახს მისი მეოხებით მიებოძა შვილი, ასევე განსაცდელისგან იხსნა ქალ- ვაჟები, ყრმები. ნათქვამია, რომ წმინდა ბარბარე უდიდესი მეოხია იმ ოჯახებზე, ვინც სასოებს მის სიწმინდეს, მსგავსად აბრაამ მამამთავრისა, რომელსაც უფალმა ზღვის ქვიშის სახისაებრ აღუთქვა გამრავლება, წმინდა ბარბარე ოჯახისა და ბავშვების მფარველად გვევლინება. წმინდა ბარბარე საქართველოში განდიდებულია, მას უდიდეს პატივს მიაგებენ, დაე, მისი მეოხება ნუ მოაკლოს უფალმა ჩვენს ტკბილ ერს!" - აღნიშნა მამა ანდრიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე