რეზონანსი
17.12.2019

15 წლის მოზარდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა ოპერაცია ჩაუტარდა. დაშავებულის ძმის თქმით, ექიმებმა ოპერაციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თავის ტვინმა შეშუპება დაიწყო.

„ჩაუტარდა ოპერაცია იმის გამო, რომ თავის ტვინმა დაიწყო შეშუპება, გახსნეს თავის ქალის ორივე მხარე იმისთვის, რომ დეკომპერესია მოეხდინათ, ანუ ადგილი მიეცათ ტვინისთვის, რომ გაფართოებულიყო, თუმცა როგორც ექიმები ამბობენ, იმაზე მძიმე დახვდათ მდგომარეობა, ვიდრე ეგონათ. ისინიც მოლოდინში არიან, დრო სჭირდება. უგრძელებენ მედიკამენტურ მკურნალობას, ექიმები ვერაფერს ვერ გვეუბნებიან. იმყოფება მართვით სუნთქვაზე" - აღნიშნა დაშავებულის ძმამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×