„მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „მხოლოდ ქართულის“ პირველ ე.წ. ლაივ კონცერტს ეხმაურება და წერს:
„დღეს, როცა საბოლოოდ შევდექით როგორც დიდი ტელევიზია და ყველა შესაბამისი ლურსმანი ჩავაჭედეთ ყველა შესაბამის კუბოში, ყველა მოლოცვას, მადლობას, ქებას და დადებით "ფლუიდს", პირველ რიგში, ვუგზავნი ერთ კაცს.
შეიძლება ვიღაცისთვის საკამათო იყოს, ეს კაცი სხვაზე მეტად იმსახურებს თუ არა ამ ყველაფერს, სხვაზე მეტი გააკეთა თუ არა, სხვაზე მეტად გაისარჯა თუ არა, მაგრამ ფაქტია - ყველაზე მეტად მხარდაჭერა ახლა მას სჭირდება! ის ჩვენი გუნდელია, რომელიც ყველაზე დიდ გასაჭირშია ამწუთას და ზუსტად ჩვენი გუნდელობის გამო.
დღევანდელი “მხოლოდ ქართულის” პირველი ლაივ კონცერტი ეძღვნებოდა მას - არსაიდან მოსულ მხსნელს და ჩვენი ხსნისთვის ტყვეობაში აღმოჩენილ გამბედავ კაცს!
თავისუფლება გიორგი რურუას“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე