რეზონანსი
17.12.2019

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ბარბარობის დღესასწაულის გურულ ტრადიციაზე სოციალურ ქსელში წერს.

"იმ უხსოვარ წლებში, ზუსტად ამ დროს, როცა ვიძინებდი, უკვე ზეპირად ვიცოდი ხვალინდელი დილა. ამინდი აუცილებლად იქნებოდა მოწყენილი - მზე რომ ღრუბელს მღვრიედ ატყვია და ოდნავ ცივა. ბებიაჩემი გამოაღებდა საქათმეს და ხმამაღლა გასძახებდა: "ასი დედალ, ასი მამალ, ასი მისი მოჩხოროზი" მგონი სამჯერ თუ ოთხჯერ ამბობდა, საგანგებოდ ამ დღისთვის შემონახულ სიმინდს მოფანტავდა და კმაყოფილი სახით ბრუნდებოდა ოთახში. ახლა საქათმე ცარიელია, ბებიაჩემი მზე რომ ღრუბელს მღვრიედ ატყვია, იმ ღრუბლის მიღმა და ის დილაც თხრობითღა მახსოვს - ვერ ვიმეორებ. არადა ბარბარობა დადგა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×