რეზონანსი
17.12.2019

 "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურში გოჩა ჩერტკოევის ადგილს ფლამენკოს ვარსკვლავი - ხუაკინ კორტესი იკავებს.

ჩერტკოევმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ტელეკომპანიას უსამძიმრებს:

"ჭკუამკვდარ წლევანდელ ტვ იმედის ჯგუფს ვუსამძიმრებ „ცეკვავენ ვარსკვლავების" გარდაცვალების გამო. იდიოტს"- წერს ჩერტკოევი.

რასაც გადაცემის პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე პრაიმტაიმთან პასუხობს:

"არა მგონია, რომ ეს გოჩას გაეკეთებინა, მას მსგავსი რამ არ ჩვევია. ალბათ, „ფეისბუქი" გაუტეხეს. ასეთი რეიტინგი, როგორც ახლა აქვს, ამ პროექტს ბევრი წელია არ ჰქონია."- ამბობს სულაბერიძ.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×