მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორებს მიმართავს.
ნანკა კალატოზიშვილი ამბობს, რომ იმ ადამიანებს ვისაც "ფრეიმად" ჰქონდათ დაყენებული- თავისუფლება ვაჟას, დაიწყეს მის მიმართშეურაცმყოფელი გამოსვლები და პოსტები.
"ვაჟას მხარდასაჭერ აქციაზე ,საოკუპაციო ხაზთან,პირველად მოვიდა ამდენი ადამიანი. მეორე დღესვე ადამიანებმა, ვისაც მანამდე ფრეიმად ჰქონდათ დაყენებული- თავისუფლება ვაჟას, დაიწყეს მის მიმართ შეურაცმყოფელი გამოსვლები და პოსტები.
რამე ახალი დავალება მიიღეთ? თუ უბრალოდ დაემთხვა რამდენიმე დღეში პოზიციის შეცვლა? უბრალოდ დაუჯერეთ ოკუპანტებს, რომლებიც მანამდე აბრალებდნენ ვაჟას 2008 ში ომში იყოო და ამ დროს ის თბილისში , მათივე ორ პილოტს დახმარებას უწევდა, როგორც ექიმი, ნამდვილი ექიმი! აი, ესე აიღეთ და საკუთარი გაწირე? საკუთარი,რომელიც 39 დღეა ტყვეობაშია და იქაც კი , ყველაზე ძლიერი და ღირსეულია.
ღალატი მეტი რას ჰქვია? ალბათ მხოლოდ ამ სიტყვის მნიშვნელობა იცით, ამიტომ ვერადროს გაიგებთ ვაჟას რა ამოძრავებდა თავისუფლება ვაჟას, ️ადამიანს რომელმაც ზუსტად იცის ამ სიტყვის ფასი" - წერს ნანკა კალატოზიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე