თამთა ჩაჩანიძე
18.12.2019

 „თუ ტრამპა მართლაც გამოიყვანა ავღანეთიდან ჯარების ის რაოდენობა, რაზეცაა საუბარი, რამდენად შეძლებს დარჩენილი კონტინგენტი ჯიჰადისტური დაჯგუფებების შეკავებას, რომლებიც ახლა ავღანეთში მოქმედებენ,ეს სხვა საკითხია, აქედან გამომდინარე ჩვენი კონტინგენტის უსაფრთხოებუს საკითხიც დგება." - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხობის საკითხებში ვახანგ მაისაია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ ავღანეთიდან ჯარების ნაწილის გაყვანას გეგმავს.

ამერიკელი სენატორის ლინდსი გრემის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში აშშ ავღანეთიდან ჯარების ნაწილის გაყვანას გეგმავს. მისი თქმით, აშშ 12 000 ჯარისკაცს 8 600-მდე შეამცირებს.

აშშ „თალიბანთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკული ჯარების ქვეყნიდან გაყვანის თაობაზე. რომელიც რამდენჯერმე შეწყდა „თალიბანის მხრიდან ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის გამო. გასულ კვირას დაწყებული მოლაპარაკებებიც ბაგრამის ბაზაზე მომხდარი თავდახსმის გამო შეფერხდა.

მაისაია აცხადებს, რომ ავღანეთში მყოფი ქართული ჯარი ნატოს კონტინგეტზეა მიბმული და არა შეერთებული შტატების.

„ამჯერდ ამერიკელებს საკუთარი კონტინგრნტი გაჰყავს, ეს არაა ნატოს კონტინგენტთან მინბული, როგორც მოგეხსენებათ ნატომ ეს ოპერაცია დაიწყო არამეხუთემუხლის გათვალისწინებით, მან ჯერ კიდევ 2000 იან წლებში შემოიღო ასეთი ტერმინი „არამეხუთემუხლით გათვალისწინებული ვალდებულება", რაც ითვალისწინებს იმას, რომ ნატო საკუთარ კოალიციურ ძალებს კრიზისების მართვის ოპერაციებში იყენებს.

„ავღანეთში ნატოელები 2002 წელს გამოჩნდნენ, 2001 წელს კი ამერიკამ ავღანეთში თავისი ეროვნული შეიარაღებული ძალების ქმედებები დაიწყო, ჩვენ ფაქტიურდ მიბმულები ვართ არაამერიკელების, არამედ ნატოს კონტონგენტზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ნატოს ჯარების ხელმძღვაბელობა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ნატოს კონტინგენტი კი გარკვეულწილად აშშ-ს გადაწყვეტილებაზეა მიბმული.

„თუ ტრამპმა მართლაც გამოიყვანა ავღანეთიდან ჯარების ის რაოდენობა, რაზეცაა საუბარი, რამდენად შეძლებს დარჩენილი კონტინგენტი ჯიჰადისტური დაჯგუფებების შეკავებას, რომლებიც ახლა ავღანეთში მოქმედებენ, ეს სხვა საკითხია,

აქედან გამომდინარე ჩვენი კონტინგენტის უსაფრთხოების საკითხიც დგება, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში12-მდე ჯიჰადისტური გაერთიანება ძალიან გააქტიურდა, რომელთაგან თალიბანი ყველაზე მსხვილი სამხედრო პოლიტიკური გაერთიანებაა, ამიტომაც ამერიკელები პირდაპირ მოლაპარეკებებს მათთან ახდენენ.

„სხვათა შორის, ბაგრამის ბაზაზე განხორციელებული თავდასხმა, ეს იყო თალიბების მიერ განხორციელებული შეტევა, რათა გარკვეულწილად ფსიქოლოგიური გავლენა მოეხდინათ მომოლაპარაკებებზე.

„როგორც კი აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, როგორც ჩანს ტრამპს ეს იდეა აქვს, რომ ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტი კიდევ შეამციროს და შესაძლოა სიტუაციამ ვიეტნამიზაციის პროცესის მიმართულება აიღოს, თუმცა ამერიკა რვაათასიანი კონტინგენტით 60 ათასიანი თალიბების შეკავებას რამდენად შეძლებს, საკითხავია, თან ავღანეთის ეროვნული არმია ბრძოლისუნარიანობით არ გამოირჩევა,

„ყველაფერ ამას ემატება ისიც, რომ გაზაფხულზე სიტუაცია შესაძლოა გამძაფრდეს იმიტომ , რომ ამ დროს თალიბები მსხვილმასშტაბიან ოპერაციებს ატარებენ ხოლმე, ამას კიდევ ემატება ისიც, რომ გაზაფხულის პერიოდში უკვე მოსავლის აღება იწყება, კერძოდ ავღანურ ოპიუმზეა საუბარი, რომელიც მთავარი საექსპორტო მოსავალია,სხვათა შორის, ქართველ ბლოკპოსტზე თავდასხმა ამ პერიოდს დაემთხვა,რომლის შედეგადაც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ" - აცხადებს იგი.

მისივე თქმით, ავღანეთში ამერიკელებმა თავიანთი მისია შეასრულეს, რადგან გარკვეულწილად იმ სიძნელეებს გაუმკლავდნენ, რაც რეგიონში არსებობდა.

„ამერიკელებმა ავღანეთში თავიანთი მისია პრინციპში შეასრულეს, პაკისტანში ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოახდინეს, ასევე ალქაიდას დაჯგუფების ქსელების განადგურება მოახდინეს, ალქაიდას წინააღმდეგ თალიბანიც გაილაშქრებს და ფაქტიურად ისინი ერთმანეთის დაუძინებელი მტრებიც არიან, თალიბანი ასევე დაეშის დაჯგუფებასაც ებრძვის,აქედან გამომდინარე ამერიკელებმა თავიანთი მისია გარკვეულწილად შეასრულეს.

„4 ათასამდე ჯარისკაცის გამოყვანა ეს სერიოზული პრობლმა იქნება, თან იმ ფონზე, როდესაც ავთანეთში ჯიჰადისტური გაერთიანებები გააქტიურებულები არიან და ყოველ დღე ხდება ტერაქტები და ჰიბრიდული შეტევები,

„ჩვენი ხელისუფლების საქმეა ავღანეთიდან გამოიყვანს თუ არა ჩვენს ჯარებს, ალბათ ამერიკელებმა თუ 5 ათას ჯარისკაცამდე თუ კიდევ შეამცირეს, რისი ალბათობაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოსალოდნელია, აქედან გამომდინარე შესაძლოა ჩვენი კონტინგენტიც შეამცირონ.

„არ გამოვრიცხავ, რომ ვაშინგტონში ლავროვის ვიზიტი, ასევე დაკავშირებული ყოფილიყო ავღანეთის თემასთან იმიტომ, რომ ამერიკელები თუ გადიან, როგორც ჩანს ისინი გარკვეულწილად რუსულ და პაკისტანურ ინტერესებსაც ითვალისწინებენ, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩინელები სამხედრო ბაზას აშენებენ და შესაბამისად ამ ქვეყანაში ჩინეთსაც გააჩნია ინტერსები, ამავე დროს რუსეთსაც გააჩნია თავისი ინტერესები.

„ტრამპის იპიჩმენტის ფონზე, რომელსაც დემოკრატები მხარს დაუჭერენ, სენატი დაბლოკავს, და უკვე სერიოზული წინაასაარჩევნო კამპანია წავა და როგორც ჩანს ტრამპი ავღანეთს გამოიყენებს როგორც კოზირს, სხვათა შორის ამ კონტინგენტის გამოყვანა ბარაკ ობამასაც უნდოდა, მხოლოდ ამ საკითხში ემთხვევიან ისინი ერთმანეთს.

„ჩვენს შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის მთავრობამ, ტრამპის ადმინისტრაციასტან უნდა მოილაპარაკონ იმიტომ, თუ ამერიკელები გადიან, შესაბამისად, ნატოელებიც შესაბამის ზომებს მიიღებენ და ჩვენი კონტინგენტი ხომ არ დარჩება?

„აქ ფსიქოლოგიური მომენტია, იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში თუ ამერიკამ კონტინგენტი შეამცირა დაჯგუფებები გააქტიურდებიან და უსაფრთხოებაც რა თქმა უნდა გაიზრდება, ამიტომაც ჩვენმა მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციასთან კონსულტაციები გამართოს იმისთვის, რომ გავიგოთ რა სურს ტრამპს" - აცხადებს მაისაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×