რეზონანსი
18.12.2019

 

ზაზა სარალიძე "ფეისბუქზე" 15 წლის აწ გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის მიერ ორი წლის წინ გამოქვეყნებულ პოსტს აზიარებს. პოსტზე ლუკა სირაძეს მოკლული 51-ე სკოლელების დათუნა სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის ფოტოები აქვს ატვირთული და ამის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ბიჭებო!!!თქვენთან მოდის კაცი და აბა თქვენ იცით, როგორ დახვდებით!!!"- წერს ზაზა სარალიძე.

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე "მწვანე სკოლის" მოსწავლე იყო. მან 11 დეკემბერს სკოლის შიდა და გარე ტერიტორიაზე სხვადასხვა წარწერა დატოვა, რის შემდეგაც პოლიციამ სკოლაში დარეკა და გამოძიება დაიწყო. სავარაუდოდ, დაკითხვის დროს მოზარდმა ფსიქოლოგიური ზეწოლა განიცადა.

თავდაპირველად, შსს უარყოფდა ზეწოლის ფაქტს, თუმცა გუშინ, მოზარდის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების გამომძიებელი მარინა ჩოლოიანი და ბრალად სს კოდექსის 335-ე მუხლი წაუყენეს, რაც ჩვენების მიჩემის იძულებას გულისხმობს.

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაიმართა. საპროტესტო აქციები მომდევნო დღეებშიცაა დაანონსებული. პროტესტის ფონზე შს მინისტრის გადადგომასაც ითხოვენ.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×