რეზონანსი
18.12.2019

  „ტაბულას" დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჩვენ, დიდებს - დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს - განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს.

არ შეიძლება ასეთი სასოწარკვეთა, როდესაც ამდენი მოზარდი გვიყურებს. პასუხისმგებლობით მოვიქცეთ.

„ამ ცხოვრების დედაცო" - ბავშვმა დაიძახა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ჩვენ რატომ ვუდასტურებთ?

ჩვენი საფიქრალი დღეს ის უნდა იყოს, როგორ ავუხსნათ მოზარდებს, რომ ცხოვრება რთულია, მაგრამ არაფერი ცხოვრებაზე უკეთესი ადამიანებს არ გვერგება და სირთულეებს უნდა გავუმკლავდეთ. შედეგებზე ვიფიქროთ! შეწყვიტეთ უიმედობის თესვა - პასუხისმგებლობა გვაქვს!", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელიც სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის გამო, პოლიციაში გამოკითხეს და ამის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×