რეზონანსი
19.12.2019

 მივმართავ ყველა მოზარდს, ვინც ამ ცხოვრებაზე გაბრაზებულია, ვინც ხელი ჩაიქნია და ფიქრობს რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს. გთხოვთ, სანამ რამეს მოიმოქმედებთ ერთი სიტყვა მომაწვდინეთ - ამის შესახებ მუსიკოსმა გიორგი გვარჯალაძემ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში განაცხადა.

„არავითარ შემთხვევაში პოლიციის ჩარევა არ შეიძლება. პირველ რიგში, თუ ბავშვი პრობლემატური იყო, გამოსარკვევი იყო რაღაცა მაგვარს ხომ არ აპირებს, ხომ არ ფიქრობს. არ ქნათ ეგ, ბევრმა მომწერა უკვე, ბევრს ველაპარაკები, ბევრს ვხვდები, ვცდილობ დავარწმუნო რომ ეგ დაივიწყონ. იქ არაფერი არ არის, იქ დებილობაა. ცუდი მოქცევაა, ლენო მომექცა ცუდად, გაგვაუბედურა ყველა, არ მოიქცეთ ასე“, - თქვა გიორგი გვარჯალაძემ.

16 წლის ლენო გვარჯალაძე რამდენიმე თვის წინ საკუთარი სახლის (მეშვიდე სართულის) აივნიდან გადახტა. ის ტელეწამყვანის, ლულუ კახიანისა და მუსიკოს, გიორგი გვარჯალაძის უფროსი ქალიშვილი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×