რეზონანსი
19.12.2019

საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში, პოლიციამ დააკავა საქართველოს მოქალაქე, 25 წლის ქალი, რომელმაც, ბერძნული მედიის ცნობით, ნაგვის ურნაში რამდენიმე დღის ჩვილი, საკუთარი შვილი გადააგდო. 

შემთხვევა კალამატაში მოხდა. ბერძნული მედიის ცნობით, ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა ქალმა, რომელიც დილით ნაგავს ყრიდა. მან ნაგვის ბუნკერში, ჩანთაში ახალშობილი იპოვა და პოლიციას აცნობა.

ახალშობილი ბიჭია. იგი კალამატას საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კალამატას მერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახალშობილი იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან დღეს ქალაქში დასუფთავების მანქანებს, რომელთაც ნაგავი გააქვთ, შემოვლა დააგვიანდათ. 

კალამატაში ნაგავი ქალაქის დასუფთავებისას იპრესება და ისე გადააქვთ.

ბათუმელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×