რეზონანსი
19.12.2019

(რეზონანსი) ბათუმში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადეს, პოლიციელი კონტაქტურია, თუმცა პრევენციისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იგი მართვით სუნთქვაზე რჩება, რადგან ოპერაცია ახალი გაკეთებული აქვს. პაციენტს ოპერაცია კისრის არეში ჩაუტარდა",- განაცხადეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საპატრულო ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი მოქალაქემ ცივი იარაღით დაჭრა. ეჭვმიტანილი მეწყვილე პატრულმა ადგილზე დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×