რეზონანსი
19.12.2019

(რეზონანსი) 2020 წელს თუ დიპლომატია კარგად არ იმუშავებს, შესაძლოა რუსეთთან საზღვრები გადაიხედოს, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელს დაძაბულობა მოიმატებს.

„დაძაბულობა რუსეთთანაც იქნება, განსაკუთრებით მარტის ბოლოდან 2 ივნისამდე. თუ დიპლომატები სათანადოდ არ იმუშავებენ და სათანადო ბერკეტებს არ გამოიმუშავებენ, დაძაბულობა იჩენს თავს. შემდეგ კი განსაკუთრებულად ოქტომბერშია მოსალოდნელი ვითარების დაძაბულობა და არ არის გამორიცხული, რომ საზღვრებიც გადაიხედოს, სხვა რამდენიმე ქვეყანამაც აღიაროს აფხაზეთი და სამაჩაბლო და ა. შ. ეს ბევრად იქნება დამოკიდებული მთავრობისა და დიპლომატების სათანადო მუშაობაზე. რაც უფრო შევძლებთ მეტ-ნაკლებად ურთიერთობების დარეგულირებას რუსეთთან, მით ნაკლებად გვემუქრება ეს ტენდენციები", - განაცხადა ცაგარელმა "აიპრესთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×