თამთა ჩაჩანიძე
19.12.2019

 „მე გარკვეული შედეგის მოლოდინი არ მაქვს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია, პარასკევს დაგეგმილ ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების მორიგ რაუნდს.

იგი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ რის შეთავაზებას აპირებს მმართველი პარტია ოპოზიციისათვის 20 დეკემბრის შეხვედრაზე.

„მე ამ შეხვედრებს არ ვესწრები და ამიტომაც არ ვიცი დაახლოებით ატმოსფერო როგორია. მე გარკვეული შედეგის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ მოლაპარაკება მაინც კარგია და რადგან საერთაშორისო საზოგადოება ამისი მომხრეა, კი, ბატონო, იყოს. მე არ მგონია, რომ მათთან (ოპოზიციასთან) რაიმე სერიოზული მოლაპარაკება შესაძლებელია", - აცხადებს ქანთარია.

შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სააარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების უკვე მესამე რაუნდი გაიმართება, წინა რაუნდებისას მხარეებს რაიმე კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

მმართველმა პარტიამ დაიწუნა ე.წ. გერმანული მოდელიც და მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შეთავაზებაც და არსებული ინფორმაციით, პარასკევის შეხვედრაზე სწორედ მათ უნდა წარმოადგინონ თავისი ხედვა, თუ რისი შეცვა მიაჩნიათ შესაძლებლად დღეს მოქმედ საარჩევნო სისტემაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×