რეზონანსი
19.12.2019

ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

მოკლედ, ერთი არასრულწლოვნის საქმე მაქვს. დეტალებს არ მოვყვები დახურული სხდომაა. ბრალდების მხარემ ბრალი წაუყენა 15 წლის ბავშვს ძარცვისთვის. დაზარალებული არის წარმოშობით ნიგერიელი. ბავშვი თავს იკლავდა, მე არ ჩამიდენიაო ამასობაში საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდა. მოვიპოვე უტყუარი მტკიცებულება ვიდეო-კამერები, რომლითაც დასტურდება, რომ ს.კ-ს ძარცვა არ ჩაუდენია! მივმართე გამოძიებას, თუმცა, პროკურატურამ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. მიუხედავად ამისა, მე მოვიპოვე, და გადავეცი ვიდეო-კამერები, ცოცხალი თავით არ ამბობენ ბრალზე უარს. გამომძიებელი და გამოძიება არაფერ შუაშია. მთავარი არის პროკურატურის მაღალჩინოსნების მიდგომა!

ბავშვს დანაშაული დააბრალეს და გამოძიებაც კი არ აწარმოეს ნორმალურად. რა თქმა უნდა, განრიდებაზე უარი ვთქვით. უპატიოსნესი ბავშვის, ჩვენებაც კი არ გადაამოწმეს, ვიდეო ამოიღეთ თქო, არც ვიდეო ამოიღეს.

პ.ს მტკიცებულებების შინაარს არ ვდებ, ვინაიდან სხდომა არის დახურული! უბრალოდ სისტემის დანგრევა უნდა დაიწყოს დამოუკიდებელი გამოძიებით და ნორმალური შ.ს.-ს მინისტრის დანიშვნით.

კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ პოლიცია ამ ბავშვს ეპყრობოდა კარგად! თუმცა, პროკურატურის გადაწყვეტილება იყო საშიში საზოგადოებისათვის."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×