რეზონანსი
19.12.2019

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, სიმონ პეტრიდისი, სოციალურ ქსელში, წერს:

"ცხოვრება მაინც უფლის უდიდესი საჩუქარია, რომელსაც ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, როცა ერთხელ ძაან ცუდად ვიყავი და წვეთი წყლის დალევაზე ვოცნებობდი, მაშინ მივხვდი სიცოცხლის ფასს, მერე როცა სევდა ან ტკივილი მოსვენებას მაკარგვინებდა ვიხსენებდი ერთი ქართველი მწერლის სიტყვებს "სიკვდილს სიფათში ვენაფაზები" ჩავიცინებდი ჩემთვის და ვბაძავდი მას.

ზოგჯერ შეიძლება რომ ვსუნთქავ ისიც მტკიოდეს მაგრამ როცა ვხედავ თბილი სახით როგორ ჩამივლიან სრულიად უცნობი ადამიანები ვხვდები რომ ამად ღირს სიცოცხლე, ნაცნობებიც ხო გვყავს, საყვარელი საქმით თუ არა ერთი თბილი სიტყვით მაინც ხო შეგვიძლია შევცვალოთ ვიღაცის სევდა სასიამოვნო წამად, ჰოდა ამადაც ღირს სიცოცხლე, უბრალოდ არის ხოლმე მცდარი აზრი გავრცელებული საზოგადოებაში რომ სიხარული სიმდიდრეს მოაქვს, დამიჯერეთ ეს ესე არაა. როგორც ყველაფერს ცხოვრების მშვენიერების დანახვას ცოდნა სჭირდება, თუ ოდესმე არ გტკენია ამას ვერ მიხვდები, აი გიმხელთ გულის ნადებს და გეუბნებით მხოლოდ ამიტო ვარ ესეთი, მადლობა რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×