რეზონანსი
20.12.2019

(რეზონანსი) საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ჟურნალისტი, პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა ეხმაურება:

"მე არაფერს ვიტყვი, ქალბატონი მანანა და ცოტნე თავად გასცემენ საკადრის პასუხს ყოვლად უგვანო, უნამუსო, უსისხლო სანდრას! გამაგრდი ცოტნე და მერე თავად აგებინე პასუხი ამ ყალბ, სვავურ შეშფოთებაზე შენს სისხლის მსმელებს!

P.S. თქვენმა ნაც. რეჟიმმა ისე დალეწა პრეზიდენტის შვილი, ერთი წელი ვერ ჯდებოდა!!! #ჩვენგვახსოვს"- წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

ცოტნე გამსახურდია გუშინ დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

გამსახურდიას ორი ოპერაციაში ჩაუტარდა. მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი ცოტნე გამსახურდიას დაჭრაში „პოლიტიკურ სარჩულს" ხედავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×