ია აბულაშვილი
20.12.2019

 "რა თქმა უნდა, ვემხრობი საყოველთაო გაფიცვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ სიტყვა ეროვნულთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან არ გამოვა ეროვნული დაუმორჩილებლობა, სადაც ბურჯანაძე ზის, იგივე პუტინი კაბაში, რომელიც გავრილოვის გამო ბოდიშებს იხდის. ეს იქნება თამაში და ოპოზიციის პოლიტიკური შეცდომა" - ასე ეხმაურება პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის სამომავალო გეგმებს.

ოპოზიცია "ქართული ოცნების" შემოთავაზებას არ იღებს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რომელშიც 100 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 50 მაჟორიტარული წესით აირჩევა. ამ შეთავაზების შემდეგ, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას საერთო ეროვნულ დაუმორჩილებლობას უცხადებს.

"ჩემი და ჩემი პარტიის მიზანი არ არის პარლამენტში მოხვედრა და ქულებისა თუ კვოტების მიღება. ჩემი მიზანი არის ქვეყნის სათავეში მოვიდეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მთავრობა. იმისთვის, რომ ვიღაც რუსეთუმებმა კვოტები მიიღონ და პარლამენტში მოხვდნენ, მე ამისთვის არ მიბრძოლია. ჩემი ბრძოლა არის პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება, რათა შეიქმნას კოალიციური მთავრობა. მე ამ ფორმატს შევუერთდი.

ახლა ხელისუფლებამ ახალი ფანდი შემოაგდო და რა თქმა უნდა მათ წინადადებას მხარს არ დავუჭერ. საყოველთაო გაფიცვებს ქვეყნის მასშტაბით ვემხრობი და პიკეტირებაშიც ვიღებ მონაწილოებას. ჩვენ ამ აქციებით არ ვაძლევთ საშუალებას ხელისუფლებას ნელ-ნელა გადააბაროს ქვეყანა რუსეთს. სიტყვა ეროვნულს კი, ვფიქრობ, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ეროვნული დაუმორჩილებოლობა ვისთან ერთად, სადაც ბურჯანაძე ზის, პუტინი კაბაში, და ბოდიშებს იხდის გავრილოვის გამო? ეს იქნება თამაში და ოპოზიციის პოლიტიკური შეცდომა. სიტყვა ეროვნულს, მე არავის გავაბითურებინებ. არვითარი პირადული ბურჯანაძის მიმართ არ მაქვს, მაგრამ მე ვებრძვი იმ ხალხს, ვისაც ჩემი ქვეყნის გადაბარება უნდა რუსეთზე. რა საყოველთაო ეროვნული დაუმორიჩილებლობა იქნება თუ ეს ქალი იქ იჯდება.

ვაცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ფორმატი მომწონს და ვაგრძელებ მუშაობას, ამ ფორმატმა კარგად იმუშავა, მონაწილოებას მივიღებ პიკეტირებაშიც და საყოველთაო გაფიცვებშიც, მაგრამ გარდა პროპორციული სისტემისა, სხვა პოლიტიკურ თემებზე ურთიერთობას ბურჯანაძესთან ერთად არ ვაპირებ," - განაცხადა "რეზონანსთან" თაკო ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×