რეზონანსი
20.12.2019

(რეზონანსი) პროსტიტუციის ხელშეწყობასა და ადგილის დათმობაში ბრალდებულმა როენა ხუცურაულმა სასტუმრო „მამიდა" შშმ პირების თავშსაფრად გადააკეთა, რომელსაც ახლა - „იმედი" ჰქვია.

შეგახსენებთ, რომ ის სათნოების სახლის გახსნის შესახებ ჯერ კიდევ მაისში მისსავე, სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საუბრობდა.

როგორც „ფეისბუქის" მომხმარებელი მარი კორკოტაძე წერს, შშმ პირები ინტეგრირებულნი უნდა იყვნენ საზოგადოებაში და არა ასეთ დახურულ შენობაში გამოკეტილები.

„მამაშა როენამ თავისი ბორდელი შშმ პირთა თავშესაფრად გადააკეთა და ზედ დიდი წარწერაც გაუკეთა „შშმ პირები". ჩვენ ვიბრძვით შშმ პირთა თავშესაფრების დასახურად და იქედან ადამიანები ოჯახური ტიპის სახლებში გადაგვყავს. ამას კიდევ ღირსების შემლახავი წარწერა გამოუჭიმია ამ დახურულ და გამაოგნებელ შენობაზე!სახელმწიფო კი ამ ყველაფრის უფლებას აძლევს!!! ფტუი", - წერს მარი კორკოტაძე „ფეისბუქის" პირად გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×