რეზონანსი
20.12.2019

(რეზონანსი) ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, თევზის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ თბილისის მერს კახა კალაძესა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მდგომარეობა გაუუმჯობესდებათ.

"სალომე ზურაბიშვილს და კახა კალაძეს იანვრიდან მდგომარეობა გაუუმჯობესდებათ, ისინი გაცილებით უკეთ იგრძნობენ თავს", - ამბობს ცაგარელი.

მისივე თქმით, მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ბიძინა ივანიშვილს 5 ბალიანი სისტემიდან მთლიანად, წელი 4 ბალით შეუფასდება.

"ბიძინა ივანიშვილსაც არაუშავას. ცოტა პრობლემური პერიოდი ექნება 26 მარტიდან 2 ივლისამდე, როცა სატურნი შევა მის ზოდიაქო მერწყულში. ცოტა დაძაბავს მას, მაგრამ სამაგიეროდ, ის მაიმუნის წელშია დაბადედბული. ვინაიდან, 2020 წელი მაიმუნისთვის კარგია, ამიტომ მთლიანად 5 ბალიანი სისტემით შეიძლება მისთვის წელი 4-ით შევაფასოთ".

რაც შეეხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარაიას, მას ასტროლოგი სიფრთხილის გამოჩენასა და დაკვირვებას ურჩევს.

"გიორგი გახარია კირჩხიბია და მას ცოტა რთული წელი ექნება. გახარიას ამ წელში ცოტა მეტი ძალისხმევა, სიფრთხილე და წინდახედულობა მოეთხოვება, მით უმეტეს არაერთი მინისტრი შეიცვლება და ამ მიმართულებით სიფრთხილის გამოჩენა იქნება საჭირო".

მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ 2020 წელი, პოლიტიკურად ცხელი იქნება. ინვრიდან დაიწყება აქტიური გამოსვლები ქუჩაში, რაც ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

მისივე პროგნოზით, წლის მეორე ნახევრიდან ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალა და ახალი ლიდერები გამოჩნდებიან.

მიხეილ ცაგარელი, ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და ფასების მატებასაც ვარაუდობს, ამის მიუხედავად კი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობის მოპოვების შანსი რეალურად აქვს.

"2020 წლის მეორე ნახევარში, აგვისტო-სექტემბრის პერიოდში მოსალოდნელია ახალი პოლიტიკური ლიდერების გამოჩენა. ეროვნული ვალუტა ისევ არასტაბილური იქნება, მოსახლეობას მატერიალური კუთხით ექნება სრული კოშმარი. ფასები კი ყველაფერზე მოიმატებს. იანვრიდან რომ დაიწყება ქუჩის გამოსვლები და არეულობა მთელი წელი გაგრძელდება, აქედან გამოსავალი კი სიმშვიდე, დიპლომატია და მოლაპარაკება იქნება. მიუხედავად ყველაფრისა საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" უმრავლეობის მოპოვების რეალური შანსი ექნება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×