
(რეზონანსი) ორი წლის ანიტა ფაცაციას თვითმფრინავი, რომელიც ავსტრიიდან ინდოეთის მიმართულებით მიემართება, დუბაიში საწვავის ავზის შესავსებად დაეშვა.
„მეგობრებო, როგორც უკვე იცით, ჩვენი გოგოს თვითმფრინავი მშვიდობით დაეშვა დუბაის აეროპორტში. ანიტა ჭკვიანად მოიქცა და ჟანგბადის დამატებითი კვებაც არ დასჭირვებია მგზავრობაში.
ამ მომენტისთვის ხდება თვითმფრინავის ცვლილება და ჩვენი გოგო სხვა თვითმფრინავით გააგრძელებს გზას ინდოეთისკენ, რადგან, იგივე თვითმფრინავით გზის გაგრძელება მოითხოვდა ბავშვის გადმოყვანას ტრანსპორტიდან საწვავის შევსებამდე, რაც რა თქმა უნდა, სასურველი არ იყო. გთხოვთ, ჩვენო ძვირფასო ადამიანებო, ისევ და კვლავ ილოცეთ ანიტასისთვის", - წერს ანიტას ჯგუფში ადმინი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე