რეზონანსი
20.12.2019

(რეზონანსი) 2 წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთისაკენ მიფრინავს და როგორც მის ჯგუფში იწერება, თავს კარგად გრძნობს, ჟანგბადი არ დასჭირვებია.

პატარა გოგონას ბაბუა, დავით ფაცაცია ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ანიტა, კეთილი მგზავრობა, ბაბუ. ღმერთი, ღვთისმშობელი, ყოვლად წმინდა და ანგელოზები იყვნენ შენი მფარველები, ჩემო ანგელოზო. ძალიან ადრეულად მოგიხდა ბრძოლა საკუთარი ჯანმრთელობისთვის, ბაბუ, მაგრამ დაე, ეს იყოს შენი და ჩვენი საბოლოო განსაცდელი და ბრძოლა ბოროტისდასამარცხებლად. მე მჯერა შენი, ჩემო პატარა ანგელოზო, ჩემო ცქნაფა, ჩემო ბარტყის თვალება. შენ გაიმარჯვებ და შენთან ერთად ჩვენც, შენი მოსიყვარულე და კეთილისმსურველი ადამიანები. ნუ გეშინია, ბაბუ, ყველაფერი კარგად იქნება. შენ ხომ მებრძოლი გოგო ხარ", - წერს დავით ფაცაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×