
ანიტა ფაცაცია უკვე ინდოეთშია. ამის შესახებ მისი ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.
"ანიტელებო ბედნიერი საღამომშვიდობისა!!!
ამ წუთებში ანიტა და მისი მშობლები ინდოეთში, ქალაქ ჩენაიში დაფრინდნენ! ანიტას მდგომარეობა სტაბილურია, მგზავრობამ მშვიდობიანად ჩაიარა!
ანიტას მშობლები ბედნიერები და კარგ ხასიათზე არიან! მათ აეროპორტში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ ძულიაშვილი ხვდებათ!
ჩვენ ეს ერთად შევძელით!", - წერენ ანიტასთვის შექმნილ სპეციალურ ჯგუფში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე