რეზონანსი
20.12.2019

  ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა. ირინა გაფრინდაშვილის თქმით, ხელისუფლებისგან ოჯახმა მიიღო პირობა, რომ ამ საკითხზე საერთაშორისო ჩართულობა კიდევ უფრო გააქტიურდება.

„შევხვდით გიორგი გახარიას, ირაკლი ჩიქოვანს და ზურაბ აბაშიძეს. მათგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ კიდევ უფრო გააქტიურდება საერთაშორისო ჩართულობა. რადგან ეს არის ბერკეტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი სათქმელი ის იყო, რომ მამა რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს,"-აცხადებს ირინა გაფრინდაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×