
(რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს და ღმერთს მადლობას უხდის, რომ ყოფილი პრეზიდენტის თანამებრძოლად გააჩინა.
„ჩემს პრეზიდენტს ვულოცავ დაბადების დღეს. მან ეპოქა შექნმა. ის ლეგენდაა, რომელსაც საბოლოო სიტყვა ჯერ არ უთქვამს საქართველოს ისტორიაში. ჯანმრთელობას ვსურვებ, დიდხანს სიცოცხლეს და ერთიან საქართველოში ბედნიერ სიბერს.
ჩვენ გვირჩევნია ერთგულებით წავაგოთ, ვიდრე ღალატის მოვიგოთ, მადლობა უფალს, რომ ქოცად არ გამაჩინა და პრეზიდენტ სააკაშვილის თანამებრძოლად ვიწოდები. მადლობა 9 წლისთვის ბატონო პრეზიდენტო", - წერს მეგი გოცირიძე ფეისბუქზე.
მიხეილ სააკაშვილი დღეს 52 წლის გახდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე