„ირაკლი შოთაძის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნას მხოლოდ ერით ახსნა აქვს - რომ მოხდება საკონსტიტუციო სასმართლოს სრული კონტროლი. „ოცნებამ“ ეს ინსტიტუტიც მოთხარა“, - აცხადებს იურისტი და უფლედამცველი ლია მუხაშავრია ყოფილი გენერალური პროკურურის ირაკლი შოთაძის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.
„საკონსტიტუციო სასამართლო სულ სხვა რანგის სასამართლოა, მისი თავმჯდომარეობა კი - ძალიან დიდი თანამდებობა, რომელიც საჭიროებს მაღალ კვალიფიკაციას. ამიტომ გამიჭირდება თქმა, თუ რა დამსახურებით შეიძლება დანიშნოს ირაკლი შოთაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ, რომელმაც თავი ვერ გაართვა გენერალურ პროკურორობას და გადაგა. ალბათ მხოლოდ ერთი ნიშნით - რომ დავალებებს კარგად შეასრულებს, ეს არის მისი ერთადერთი დამსახურება და დაწინაურების მიზანიც.
„როგორც ჩანს, სარჩელები, რომელიც საკონსტიტციო სასამართლოში შედიოდა, საფრთხეს უქმნიდა ხელისუფლებას და გადაწყვტიეს სრული კონტროლი დაამყარონ საკონსტიტუციო სასამართლოზეც. მოკლედ. ეს ინსტიტუტიც ბოლომდე მოთხარა „ოცნებამ“.
„ღმერთო, რა დღეში ვართ... ხედავთ, როგორი თავბრუდამხვევი კარიერა შეიძლება გაიკეთოს ადამიანმა ჩვენს ქვეყანაში...“ - განაცხადა „რეზონანსთან“ ლია მუხაშავრიამ.