რეზონანსი
21.12.2019

 (რეზონანსი) ლანჩხუთში მცხოვრებ ქალს პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების და გავრცელებისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ბიძინა სტურუამ მიიღო.

ინფორმაციას ამის შესახებ, Batumelebi.netgazeti.ge ავრცელებს.

საქმის მასალების მიხედვით, ქალმა თავისი მულის და მისი მეგობარი კაცის საწოლში გადაღებული ფოტო ჯერ უკანონოდ მოიპოვა, ხოლო შემდეგ „ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ატვირთა, „რითაც ნ.-ს და კ.-ს სხვების თვალში მორალური რეპუტაციის შელახვით მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი," - აღნიშნულია განაჩენში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×