პარტია "სამართლიანობისთვის" წევრი, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
"ამაზრზენია ის რაც დღეს პოლიტიკურ ველზე ხდება. ლუკას გარდაცვალება პოლიტიკურმა ნარატივმა მოიცვა, სწორედ ისე როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაში...
ნაცები იძახიან
1. დღევანდელმა სისტემამ იმსხვერპლა ბიჭი...
2. ეს ხელისუფლების უნიათობის ბრალია...
3. რომ მათი გამოზრდილი "ჯალათები" ამ ხელისუფლებამ მიიღო, დააწინაურა და რაც ხდება სწორედ ამის გამოძახილია
ქოცები ამბობენ---
1. ძველი სისტემის წარმომადგენელი იყო მოძალადე გამომძიებელი...
2. სკოლაში დირექტორის მოადგილე არის ნაციონალი ნუგზარ წიკლაურის მეუღლე...
3. ბავშვი განათლების სისტემაში არსებული არასწორი პოლიტიკის და ხარვეზების მსხვერპლია...
4. სახელმწიფოს მხრიდან შესამუშავებელია ახალი მიდგომები მსგავს საკითხებზე...
ყველაფერი ნათელია ჩვენთვის. არ სჭირდება დიდი მსჯელობა და ანალიზი. ორივე ძალა ასაზრდოებს ერთმანეთს. გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოების გამოყენებით თავიანთი თავის გადარჩენას და ძალაუფლების გაძლიერებას ორივე ძალა გავეშებით ცდილობს...
თქვენ ორივე ხართ უთავმოყვარეო და უპასუხისმგებლო ძალა, რომლებმაც ვერ უზრუნველყავით ქვეყანაში ახალგაზრდებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, გახდით გულგრილნი საზოგადოების მიმართ. ყველაზე ჯანსაღი და გონიერი ძალა ახალგაზრდები ყველაფერს ხედავენ, ყველაფერს ამჩნევენ. ამის დადასტურებაა ის ზუსტი და გულწრფელი რეაქციები, რაც მათ აქვთ. წარსულშიც და ეხლაც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ახალგაზრდების როლი იყო და არის გადამწყვეტი.
ხელისუფლებავ სწორედ ეს საზოგადოება დაგასრულებთ მალე..."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე