სოციალური ქსელი მომხმარებელი ნინო მუშკუდიანი მეტად მწვავე პრობლემაზე წერს:
"ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო”, მაგრამ ჩვენთან ურმის გადაბრუნების შემდეგაც არა და არ ჩანს გზა. ყოველი ტრაგედიის შემდეგ შევიკრიბებით, ვიჩხუბებთ და ველოდებით მორიგ ტრაგედიას. მე ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ იმაზე მეტი ვიცი ამ სფეროში, ვიდრე უნდა ვიცოდე… არასწორია მიზეზების ძებნა მხოლოდ გარდატეხის ასაკში. ასე არაა ბავშვი რომ ლექსს მოყვება და სკოლისთვის მზადააო. მერე სწავლა უჭირს და ზარმაციაო. ცომის საბრტყელებელი ჯოხით თავზე დგომა და ყორანივით ისწავლე, ისწავლეს ძახილი ძალიან დიდი უცოდინარობაა.
მიზეზები თავიდანვე ჩანს, უბრალოდ, სახელმწიფო არ გვქონია და არც გვაქვს იმ დონეზე, რომ ბავშვის ფსიქოემოციური ფონი შეისწავლოს. სამაგიეროდ, ტელევიზორიდან, იცოცხლე, ე.წ. ბავშვთა ფსიქოლოგები გვმოძღვრავენ კიიი... ვის რად უნდა თქვენი დარიგება, როცა ვიზიტი 100 ლარი ღირს?! იცით რამდენ 12, 13, 14 და 15 წლის შვილის მშობელს უჭირს, მაგრამ ფსიქოლოგამდე ვერ მიდიან?! ფული არ აქვთ! საზოგადოება კი არ უნდა ვამხნევებდეთ თინეიჯერებს, ფსიქოლოგთან ვიზიტი უნდა იყოს უფასო! ხელმისაწვდომი! სკოლის ფსიქოლოგს არ ვთვლი იმიტომ, რომ სეანსი სკოლის კედლებში უშედეგოა!
დაბოლოს, ძვირფასო ფსიქოლოგებო, ვიცით ცხოვრება ძვირია, მაგრამ იქნებ კვირაში 1 დღე მაინც გამოყოთ, თუნდაც ნახევარი დღე უფასოდ და გამოაცხადოთ - გიჭირთ ბავშვებო? მომაკითხეთ! სულ ესაა“, – წერს ნინო მუშკუდიანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე