რეზონანსი
22.12.2019

  ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ემოციური პოსტით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში. მან ახალგაზრდებს მიმართა სიტყვებით: „ცხოვრება მაინც მშვენიერია"

„უნდა მეამაყა დათუჩას ცხოვრებით და დღეს ვამაყობ მისი განვლილი ცხოვრებით!!!

ცხოვრება მაინც მშვენიერია!!!

რაც დათუჩას უნდოდა იმას გავაკეთებ!!!

რა ოცნებებიც ქონდა ყველაფერს გავაკეთებ!!!

ცხოვრება მშვენიერია!!!

დათუჩას პატარა დაიკო ყავს!!!

მისი მაგივრობა ხომ უნდა გაუწიოს ვინმემ?!!

ამიტომ არის ცხოვრება მაინც მშვენიერი!!!

იცხოვრეთ, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ქართველები ვართ. განა ოდესმე ვინმე მოგვრევია?

არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა არანაირი სიტუაციიდან გარდა ერთისა!!!

მაგრამ გვახსოვდეს მხოლოდ ერთი რამ, სიკვდილს ყოველთვის მოვასწრებთ, მას მხოლოდ სიცოცხლით დავამარცხებთ!!!

ნუ გგონიათ რომ რამე გიჭირთ, ქრისტე გასაჭირში ჩვენთანაა მუდამ!!!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!!", - წერს სარალიძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×