რეზონანსი
22.12.2019

 

ეს არის მშვიდობიანი მსვლელობა, ვერანაირი კონტრაქცია ვერ იქნება და ვერაფერი ჩვენ ვერ გაგვაჩერებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბათუმში განუცხადა, სადაც ოპოზიციის აქცია-მსვლელობა იწყება.

მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" დათმობაზე არ წავა, უფრო მასშტაბურ პროტესტს მიიღებს.

"ეს არის მშვიდობიანი მსვლელობა, ვერანაირი კონტრაქცია ვერ იქნება და ვერაფერი ჩვენ ვერ გაგვაჩერებს. ძალადობას ჩვენ ყოველთვის მშვიდობით ვპასუხობთ, მაგრამ მთავარი რა არის - ჩვენმა ამ წინააღმდეგობამ გამოიტანა უკვე პირველი შედეგი - მთელი დასავლური სამყარო, მთელი ცივილიზაცია, მთელი ცივილური სამყარო, განვითარებული ქვეყნები მხარს უჭერენ იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ერთ რამეს ვითხოვთ - საქართველო გვინდა, საიდანაც კი არ გავრბივართ, არამედ ვცხოვრობთ და ღირსეული ყოველი დღე აქვს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, სადაც სამსახურიც არის, შემოსავალიც არის და ადამიანები უბრალოდ იღიმიან, ადამიანები ბედნიერები არიან, ასეთი ქვეყანა გვინდა და ეს არის წელს გამაფრთხილებელი აქცია, არ შეისმენს? იანვრიდან თქვენ ნახეთ უფრო მასშტაბური და ყოვლისმომცველი იქნება ჩვენი პროტესტი, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა აუცილებლად დაიწყება იანვრიდან, თუ ადეკვატური პასუხი არ იქნა "ქართული ოცნების" მხრიდან", - განაცხადა ვაშაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×