რეზონანსი
22.12.2019

  საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა მალიში 33 ტერორისტი მოკლეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მალის ჩრდილოეთ ნაწილე 2012 წლიდან ისლამისტი ტერორისტები აკონტროლებენ. სამხედრო ოპერაცია ღამით, მავრიტანიის საზღვართან ჩატარდა.

„ოპერაცია "ბარხანის" ძალებისა და ჩვენი სამხედროების ერთობლივი მოქმედების შედეგად ლიკვიდირებულია 33 და დაკავებულია 1 ტერორისტი. ორი მალელი ჟანდარმი, რომლებიც ტერორისტებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი, თავისუფალია", - განაცხადა მაკრონმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×