რეზონანსი
22.12.2019

არასრულწლოვანი ბიჭი, რომელსაც ორ წელიწადზე მეტია ეძებენ, გერმანიის პოლიციამ იპოვა. ის ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ეჭვმიტანილის კარადაში იყო დამალული. ქალაქ რეკლინგაუსენში მდებარე სახლი სამართალდამცველებმა პარასკევს გაჩხრიკეს.

„პოლიციის ოფიცრებმა 44 წლის მამაკაცის სახლი, სამხილების მოპოვების მიზნით დაათვალიერეს. ამ დროს ისინი არასრულწლოვანს წააწყდნენ. ეს არის ბიჭი, რომელსაც დიდი ხანია ვეძებდით", - ნათქვამია რეკლინგაუსენის პოლიციის განცხადებაში.

სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით, არ არსებობს ვარაუდი, რომ არასრულწლოვანი შენობაში მისი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებოდა. ამჟამად ბიჭი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. მისი ვინაობა არ სახელდება.

პოლიციის პრეს-სპიკერის თქმით, 44 წლის მამაკაცი თანმხლებ პირთან ერთად დაპატიმრებულია. ჩხრეკის დროს გაწვრთნილმა ძაღლებმა ელექტრონული მოწყობილობები და მონაცემთა ბაზა იპოვეს. აღჭურვილობა გამოძიებას გადაეცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×