რეზონანსი
23.12.2019

ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემის, "ვარსკვლავები გვამცნობენ" წაყვანა სამძიმრით დაიწყო. როგორც მან ეთერში განაცხადა, ნუნუ ლაბაძე, რომელიც წლების განმავლობაში ბუკიას ბაღთან ასტროლოგიური კალენდრებისა და ჟურნალების გაყიდვით იყო დაკავებული გარდაიცვალა.

"გარდაიცვალა ქალბატონი ნუნუ ლაბაძე, რომელიც ასტროლოგიის დიდი პროპაგანდისტი იყო. ბუკიას ბაღთან თბილისში თავის ჯიხურში მრავალი წლის განმავლობაში 20 წელიწადზე მეტი სიამოვნებით ყიდდა ასტროლოგიუს კალენდრებსა და ჟურნალებს. ის იყო საინტერესო პოროვნება და საოცარი დედა. ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის, ყველას გვიყვარდა სამწუხაროდ გამოგვაკლდა. უფალმა ნათელში ამოყოფოს მისი სული და მინდა მადლობა გადავუხადო, ამ ხნის განმავლობაში გაწეული ღვაწლისვის", - განაცხადა მიხეილ ცაგრელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×