
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ნახევრად ხუმრობით პოსტს ავრცელებს, რომლშიც ის საქართველოში მცხოვრები საზოგადოების საერთო მახასიათებელზე წერს.
სიხარულიძე თვლის, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანები ალცჰაიმერის სინდრომით არიან დაავადებულები.
"სულ ვადარებ რა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს საქრთევლოში საზოგადოებას დამიხვდი რომ ეს ალცჰაიმერის სინდრომია.
ეს არის 10 სიმტომი რომელიც ამ სინდრომს ახასითებს და ასოციაციურად თუ გაანალიზებ სრულაიდ ერს გვჭირს ეს.
1. მეხსიერების ცვლილებები, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების ტემპს მნიშვნელოვნად არღვევს;
2. რთული გამოწვევების წარმოდგენა მარტივი პრობლემების გადაჭრის დროს;
3. მარტივი დავალებების შესრულების უნარის დაქვეითება შინ, სამსახურში ან თავისუფალ დროს;
4. დაბნეულობის განცდა დროსთან და ადგილთან მიმართებაში;
5. პრობლემები სივრცითი განლაგებების და ვიზუალური გარემოს აღქმაში;
6. პრობლემები სიტყვებთან საუბრის ან წერის დროს;
7. ნივთების არასწორ ადგილას განლაგება და საკუთარი ნაბიჯების დავიწყება ან არევა;
8. მსჯელობის უნარის შემცირება ან გაუარესება;
9. მუშაობის ან სოციალური აქტიურობის მინიმუმამდე შემცირება;
10. განწყობის ან პიროვნული ნიშნების ძლიერი ცვლილება.
ასე რომ რა გვიშველის? გვიჭირდება მკურნალობა თან სერიოზული! და სამკურნალოდ ეხლა რას იყენებენ ? ეს არის სამკურნალო მარიხუანა ასე რომ იქნებ დავფიქრდეთ და მივიღოთ კანონი ამ მიმრთულებით და იქნებ გვიშველოს. ნახევრად ხუმრობა ნახევრად სიმართლე მაგრამ რა ვი ასეა", - წერს ზურა სიხარულიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე